ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში ტრამპის იმედი აქვს

2 hours ago 1

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თქვა, რომ ის იმედოვნებს, ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის უკრაინასთან ომს "სამართლიან" დასასრულამდე მიიყვანს. ის ასევე აცხადებს, რომ მხარს უჭერს ახალი ადმინისტრაციის მოთხოვნას, ნატოს თავდაცვის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით.

"ტრაპპა პირადად მითხრა და შემდეგ ეს საჯაროდაც გაიმეორა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს ამ ომის წელს დასასრულებლად",- თქვა ზელენსკიმ 21 იანვარს, დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.

„ჩვენ გვინდა, რომ ომი ამ წელს დავასრულოთ. მაგრამ არა მხოლოდ „სწრაფად“, არამედ „სამართლიანად“,- ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ უკრაინელები იმსახურებენ „უსაფრთხოდ“ ცხოვრების უფლებას.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე 23 იანვარს ვიდეო მიმართვით წარსდგება. ეს მისი პირველი მნიშვნელოვანი შეხვედრა და საგარეო პოლიტიკაზე სიტყვით გამოსვლა იქნება მას შემდეგ, რაც ოვალური ოფისი დაიკავა. დიდი ალბათობით, ის ვაჭრობისა და გადასახადების საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას.

ზელენსკიმ, ფორუმზე გამოსვლისას, მხარი დაუჭირა ტრამპის მოწოდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნატოს წევრებმა თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის [მშპ] 5 %-მდე უნდა გაზარდონ. ნატოს ბევრი წევრი ქვეყანა ამბობს, რომ მათი ბიუჯეტისთვის ასეთი ტიპის ხარჯი გამანადგურებელი იქნება.

დავოსში ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ მშპ-ის 5 პროცენტი არის ის დონე, რომელიც საჭიროა სათანადო უსაფრთხოებისთვის, ქვეყნებმა უნდა აიღონ ეს ვალდებულება ზედმეტი სპეკულაციების გარეშე.

ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ დავოსის ღონისძიება აერთიანებს 3 000-მდე ლიდერს 130-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის, 350 სამთავრობო მოხელესა და 60 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურს.

სრულად წაკითხვა