WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინის უშიშროების სამსახურმა და ქვეყნის გენერალური პროკურორის ოფისმა სახელმწიფო ღალატის შესახებ ეჭვი წაუყენეს უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს. ამის შესახებ ორთავე უწყებამ 3 ნოემბერს განაცხადა.

უშიშროების სამსახური აღნიშნავს, რომ მენდელი „ეწევა საინფორმაციო-დივერსიულ საქმიანობას უკრაინის წინააღმდეგ“. იმ მასალების რიცხვში, რომლებსაც ეფუძნება ეჭვი, შევიდა მისი საჯარო გამონათქვამები უცხოურ მედიასა და სოციალურ ქსელებში, აღნიშნავს „უკრაინსკა პრავდა“.

„კომპლექსური ღონისძიებებისა და შესაბამისი ექსპერტიზების შედეგად დადგენილია, რომ თავის საჯარო გამონათქვამებსა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ შეტყობინებებში მენდელი ახდენს უკრაინის დისკრედიტაციას საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ამართლებს კრემლის რეჟიმსა და მის მიერ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომს“, — ნათქვამია უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

მაგალითად მოყვანილია ინტერვიუ ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუ, რომელშიც მენდელი აცხადებდა, რომ უკრაინაში არ არსებობს დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება.

ამჟამად იულია მენდელი, გამოძიების მონაცემებით, უკრაინის ფარგლებს გარეთ იმყოფება. მის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე მას ჯერჯერობით საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია, იუწყება „რადიო თავისუფლების“ უკრაინული სამსახური.

სექტემბერში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დააწესა თავისი ყოფილი პრესმდივნის წინააღმდეგ. სხვა საკითხებთან ერთად, გადაწყვეტილება ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიიდან წვდომის შეზღუდვას მენდელის გვერდებზე Instagram-ში, X-სა და Facebook-ში.

იულია მენდელი ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივანი იყო 2019 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე.