ზეტრამპი ომის მხარეებს, უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ზელენსკის მშვიდობისთვის გარანტიები სჭირდება

2 weeks ago 5

აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა, 8 დეკემბერს, მოუწოდა მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისკენ, რათა დასრულდეს ეს "სიგიჟე”. ამის საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მშვიდობა ვერ დამყარდება გარანტიების გარეშე.

ტრამპმა თავისი განცხადება გააკეთა პარიზში ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ რამდენიმე საათში. ეს მათი პირველი პირისპირ შეხვედრა და მოლაპარაკება იყო მას შემდეგ, რაც ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ნოემბერში.

მან ადრე პირობა დადო, რომ კონფლიქტს მოლაპარაკებების გზით დაასრულებდა, თუმცა დეტალებს ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.

"ზელენსკის და უკრაინას სურთ შეთანხმების დადება და ამ სიგიჟის შეჩერება", დაწერა ტრამპმა სოციალური მედიის პლატფორმა Truth Social-ზე და დასძინა, რომ კიევმა დაახლოებით 400 000 ჯარისკაცი დაკარგა.

"ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს მოლაპარაკებები" - ფიქრობს ტრამპი. "მე კარგად ვიცნობ ვლადიმირს. ახლა მისი ჯერია, იმოქმედოს. ჩინეთს შეუძლია დაეხმაროს. მსოფლიო ელოდება!" დასძინა ტრამპმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გულისხმობდა.

7 დეკემბრის, პარიზში, ღვთისმშობლის ტაძრის გახსნაზე, ტრამპი შეხვდა ზელენსკის, მასპინძელ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად. ტრამპმა და ზელენსკიმ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და გაუღიმეს, მაგრამ გაურკვეველი იყო, როგორ წარიმართა მათი საუბარი. ფრანგული და უკრაინული მხარეების ანგარიშებში ნათქვამია მხოლოდ, რომ მოლაპარაკება იყო კარგი და პროდუქტიული. ზელენსკიმ ტრამპის განცხადების გამო 8 დეკემბერს თქვა, რომ მშვიდობა არ უნდა იყოს მხოლოდ მშვიდობა ქაღალდზე, მას გარანტიები სჭირდება. "როცა ჩვენ ეფექტიან მშვიდობაზე ვსაუბრობთ რუსეთთან, უპირველეს ყოვლისა უნდა ვისაუბროთ ეფექტიან გარანტიებზე მშვიდობისთვის. უკრაინელებს ყველაზე მეტად სურთ მშვიდობა", დაწერა მან X-ზე. "ის (ომი) მხოლოდ ქაღალდით და რამდენიმე ხელმოწერით ვერ დასრულდება. შეწყვეტილი ცეცხლი, გარანტიების გარეშე შეიძლება ნებისმიერ მომენტში განახლდეს, როგორც ეს პუტინმა უკვე გააკეთა. იმისთვის, რომ უკრაინელებს აღარ ჰქონდეთ დანაკარგი, ჩვენ საიმედო მშვიდობის გარანტია უნდა გვქონდეს და თვალი არ უნდა დავხუჭოთ ოკუპაციაზე".

როგორც ჩანს, ტრამპის მიერ მოყვანილი რიცხვი ომში დაკარგული 400 000 უკრაინელი სამხედროს შესახებ, გულისხმობდა დაღუპულებსაც და დაჭრილებსაც.

ზელენსკის თქმით, ომში 43 000 ჯარისკაცი დაიღუპა და 370 000 ჯარისკაცია დაჭრილი.

კრემლი, ტრამპის მოწოდების გამო უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ, აცხადებს, რომ მოსკოვი ღიაა მოლაპარაკებებისთვის გარკვეული პირობებით. კრემლის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა ეყრდნობოდეს 2022 წელს სტამბოლში მიღწეულ შეთანხმებებს და ბრძოლის ველზე არსებულ რეალობას. პესკოვმა აღნიშნა, რომ რომ უკრაინამ აკრძალა კონტაქტები რუსეთის ხელმძღვანელობასთან საგანგებო განკარგულებით, რომელიც, მისი თქმით, უნდა გაუქმდეს, თუ მოლაპარაკებები გაგრძელდება.

სრულად წაკითხვა