ნიკოლოზი შამათავა – საქართველოს ჩემპიონი 18 წლამდე ჭაბუკთა შორის!

მ/წლის 16 – 24 აპრილს ქ. თბილისში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი 10, 14 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა, ზუგდიდელმა მოჭადრაკემ ნიკოლოზ შამათავამ, ორი წლით უფროს ასაკში, 18 წლამდე ჭაბუკთა შორის 9 შესაძლებლობიდან 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ფიდეს რეიტინგი 37 პუნქტით გაიუმჯობესა და შეადგინა 2142.

ნიკოლოზმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, რომელიც გაიმართება ბრაზილიის ქალაქ ფლორიანოპოლისში მ/წლის 28 ოქტომბრიდან 10 ნოემბრამდე.