ზუგდიდის აქციაზე “დროას” წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა დააკავეს

2 days ago 6

ზუგდიდში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პარტია “დროას” წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა დააკავეს, მანამდე მან პიროტექნიკა გამოიყენა.

უწყვეტ აქციაზე, ბოლო რამდენიმე დღეში მარიამ სიჭინავა პოლიციამ ექვსჯერ დააჯარიმა პიროტექნიკის გამოყენების და თავსაბურავის, ე.წ ბალაკავას ტარების გამო.

ადგილზე იმყოფება “დროას” ლიდერი ელენე ხიშტარია და პოლოციის მოთხოვნის მიუხედავად, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ აკრავს საპროტესტო სტიკერებს წარწერით “გაფიცვა -15 იანვარი. 15:00 -18:00”.

ელენე ხოშტარიას სიტყვებით, პოლიცია ემორჩილება ბიძინა ივანიშვილს და რუსეთს, ხალხს აჯერებს, რომ სტიკერების გაკვრა და ე.წ ბალაკავას ტარება კანონდარღვევაა, რაც ასე არ არის.

როგორც ხოშტარია აცხადებს, ბრძოლა გაგრძელდება პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად. ადგილზე იყო რამდენჯერმე დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება ელენე ხოშტარიასა და შსს-ს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსთან, გურამ ზესაშვილთან.

ამ წუთებში სიტუაცია განიმუხტა. ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები და აქციის მონაწილეები.

სრულად წაკითხვა