პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და ოპოზიციური „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, რომელიც 15 ივლისს სკუტერით გადაადგილდებოდა, ავტომანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიტიკოსის თქმით, მას „დაჟეჟილობა და ტვინის შერყევა“ აქვს.
„სკუტერზე მანქანა დამეჯახა, კარგად ვარ. მოტეხილობა არ მაქვს, დაჟეჟილობები მხოლოდ, ტვინის შერყევა მაქვს და რაღაცები არ მახსოვს, კლინიკაში ვარ კვლევებზე“, – დაწერა მან „ფეისბუქზე“ და დასძინა, რომ ავარიის დეტალებს ვერ იხსენებს.
მოგვიანებით, საავადმყოფოს პალატიდან გადაღებულ ვიდეოში ჯაფარიძე ამბობს, რომ სკუტერს ნელი სიჩქარით მართავდა, როდესაც მანქანამ გზა ჩაუჭრა. მისი თქმით, შეჯახების შემდეგ ცოტა ხანს „იფორთხიალა“.
ჯაფარიძე იმ რვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს შორისაა, რომელთა წინააღმდეგაც 2025 წლის ნოემბერში ე.წ. „საბოტაჟის“ საქმე აღიძრა. პროკურატურა ოპოზიციის ლიდერებს „სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში“ ადანაშაულებს, ოპონენტები კი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჯაფარიძეს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
This post is also available in:

1 week ago
39







English (US) ·
Georgian (GE) ·