1
ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ზე წერს და ახალი არჩევნების ჩანიშვას მოითხოვს.
სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. მე მივესალმები მის გამბედაობას, როდესაც ის ეწინააღმდეგება არალეგიტიმურ მთავრობას, რომელიც ცდილობს ქართველებს რუსი მარიონეტული პრეზიდენტი შეასაღოს. უნდა ჩაინიშნოს ახალი არჩევნები”, – წერს ჯო უილსონი.
“ოცნებამ” პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა – ყაველაშვილმა ერთ-კანდიდატიან არჩევნებში 225 ხმიდან 224 ხმა მიიღო. გააბათილეს ადა მარშანიას ბიულეტენი, რომელმაც ყაველაშვილს ხმა არ მისცა.