ზურიკო "ბეშიქთაშში"? - რა შემთხვევაში გადავა დავითაშვილი თურქულ კლუბში

15 hours ago 4

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "სენტ-ეტიენის" შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა შესაძლოა, კარიერა თურქულ სუპერლიგაში გააგრძელოს.

გამოცემა Sabah-ის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელმა კლუბთან მნიშვნელოვან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ზურიკოს ტრანსფერი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ "ბეშიქთაში" მომავალ სეზონში ევროტურნირზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

"ბეშიქთაში" მომავალ სეზონზე გუნდის გაძლიერებას გეგმავს და ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ ქართველი შემტევის დამატება აქვს დასახული.

გამოცემა ფეხბურთელის ინდივიდუალურ ხარისხებსაც უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ ზურიკომ თავისი ტექნიკით და პროდუქტიულობით თურქული გრანდის ყურადღება მიიქცია.

დავითაშვილს მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 30 შეხვედრაში 9 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს აქტივში.

სრულად წაკითხვა