ზურიკო დავითაშვილის სენტ ეტიენმა საფრანგეთის ჩემპიონატის რიგით მე-13 ტურში რენთან გასვლაზე დიდი ანგარიშით წააგო.
სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელის გუნდს მოთამაშე პირველ ტაიმში გაუძევეს, რის შემდეგაც რენმა სადავეები ხელში თავიდან ბოლომდე აიღო და მეტოქეს 5 უპასუხო ბურთი გაუტანა.
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი თავიდანვე სასტარტოში იყო და მოედნიდან 67-ე წუთზე გაიყვანეს, შეფასების სახით კი ქართველს 5.9 ქულა დაუწერეს.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.