როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის შეხვედრაში პსჟ-მ შინ “სენტ-ეტიენი” მიიღო და ანგარიშით 2:1 იმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა.
Ligue 1 McDonald’s-მა მე-17 ტურის საუკეთესო გუნდი დაასახელა, სადაც თავისი ადგილი ზურიკომაც დაიმკვიდრა.
ცნობისთვის, ზურიკო მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ გუნდში არაერთხელ მოხვდა. დავითაშვილმა თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც მიიღო.