საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვილიარეალის თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე მედიასთან საუბრისას ლიონიდან წამოსვლის გადაწყვეტილებას ხსნის:
სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე 4 თუ 5 დღე რჩებოდა და ვიცოდით, რომ ტრანსფერი უნდა შემდგარიყო, ვილიარეალთან კი ასეთი შესაძლებლობა მომეცა. დიახ, შემიძლია ვთქვა, რომ საბოლოო ჯამში საყვარელი კლუბისთვის თავი გავწირე.
- თქვა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ლიონმა გიორგის გაყიდვის გადაწყვეტილება ფინანსების სწრაფი მოძიებისთვის მიიღო, რამაც მიქაუტაძეზეც და ლიონის ფანებზეც ემოციურად იმოქმედა.
საბოლოო ჯამში გიორგიმ საფრანგეთი დიდი ოვაციებით და სიყვარულით დატოვა. ამიტომ, შესაძლოა, მიქაუტაძე ერთ დღეს საყვარელ კლუბში დაბრუნდეს კიდეც.