მაშველებმა ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ცოცხალი ამოიყვანეს.
ბავშვის ამოყვანას ტაშით შეხვდა ადგილზე მყოფი საზოგადოება. ბავშვი, მაშველებმა ფანჯრიდან გადმოიყვანეს.
„პრაიმტაიმი" ესაუბრა სასწრაფო დახმარების წარმომადგენელს, რომელმაც ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანა.
„ბავშვი 3 წლის არის. ინგოროყვას საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ყველას ძალიან გაგვიხარდა ეს ამბავი, ისე ვინერვიულე ფონიჭალიდან ინგოროყვას საავადმყოფომდე 5 წუთში მივედი...
როგორც ვიცი, ბავშვი კატეზეა ახლა შეყვანილი, თავიდან ლაპარაკობდა, სახელიც თქვა თავისი - თაია მქვია, 3 წლის ვარო. ახლა ვეღარ ლაპარაკობს, შეშინებულია ძალიან",- გვითხრა სასწრაფო დახმარების წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის 6 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით, კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ერთი მცირეწლოვანია.
წყარო: primetime.ge
sport24