10 აგვისტოს დილით აფეთქებები იყო რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნეკამსკში, სადაც არაერთი მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქალაქზე უკრაინული დრონებით მასირებული შეტევა იყო.
დილის ცხრა საათისთვის რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა თათრეთის რესპუბლიკის მეთაურ რუსტამ მინიხანოვის პრესსამსახურის ინფორმაცია, რომ დრონებით შეტევა იყო „როგორც სამრეწველო, ისე სამოქალაქო ობიექტებზე. არიან დაღუპულები”. მათი რიცხვი და კონკრეტული ობიექტები ამ ცნობაში მითითებული არ ყოფილა.
მინიხანოვმა თათრეთის რესპუბლიკაში გლოვა გამოაცხადა.
დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაწერა, რომ შეტევა იყო ნავთობქიმიურ კომპლექს „ნიჟნეკამსკნეფტეხიმზე”, რომელიც ჰოლდინგ „სიბურის” შემადგენლობაშია, ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპლექსია და ეთილენს, კაუჩუკს და სხვა პროდუქციას აწარმოებს.
- თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნეკამსკის სამრეწველო ზონაში კომპლექს „ნიჟნეკამსკნეფტეხიმის” გარდა ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა - „ტანეკო“ და „ტაიფ-ნკ“, რომლებსაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაარტყეს 2026 წლის ივნისსა და ივლისში.
radiotavisupleba ახალი ამბები