“თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არცერთ წინა არჩევნებზე არ დაფიქსირებულა ისეთი სიღრმის ჩარევა/ზემოქმედება/ზეწოლა როგორც ამ არჩევნებზე” – ზაალ ანჯაფარიძე

1 month ago 26

სააგენტო "პარალელი"
“თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არცერთ წინა არჩევნებზე არ დაფიქსირებულა ისეთი სიღრმის ჩარევა/ზემოქმედება/ზეწოლა როგორც ამ არჩევნებზე” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, საქართველოში ჩატარებულ და წელს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით შეფასება-განმარტებებს აკეთებს:

1992 წლიდან არ გამომიტოვებია არცერთი არჩევნები, არასოდეს გამიფუჭებია საარჩევნო ბიულეტენი, რადგანაც ყოველთვის მქონდა ჩემი არჩევანი და თან არ მსურდა იმ გაფუჭებული ბიულეტენით ვინმეს ესარგებლა.

გარკვეული პერიოდიდან კი არჩევნებში არა მხოლოდ ვმონაწილეობ, არამედ ვაკვირდები და ვაანალიზებ.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არცერთ წინა არჩევნებზე არ დაფიქსირებულა ისეთი სიღრმის ჩარევა/ზემოქმედება/ზეწოლა როგორც ამ არჩევნებზე. თან ვისგან? იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც სტრატეგიულ პარტნიორებად და მეგობრებად მივიჩნევთ. ყველაზე საინტერესო და ნიშანდობლივი კი ის არის, რომ ახსნაც კი არ სჭირდება თუ რატომ იქცევიან ასე, იმდენად ხელისგულზე დევს უკვე მათი ზრახვები და მოტივები და რაც უფრო ახლოვდება არჩევნების დღეს, მით უფრო ხილული და სმენადი ხდება ეს ყველაფერი.

ნაცმოძრაობის მიერ ძალადობით და არნახული გაყალბებით ჩატარებულ ყველა არჩევნებს რომ ლეგიტიმურობის ბეჭედს ურტყამდით, ისე რომ წარბიც არ შეგხრიათ და ხელიც არ შეგტოკებიათ, ასჯერ და ათასჯერ უკეთ ორგანიზებულ ამ არჩევნებს რატომ აყენებთ წინასწარ ეჭვის ქვეშ და არალეგიტიმურობის იარლიყს რატომ უმზადებთ?! როგორც ერთი ცნობილი კომენტატორი ამბობდა: “Такой хокей нам не нужен”🙂“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

“თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არცერთ წინა არჩევნებზე არ დაფიქსირებულა ისეთი სიღრმის ჩარევა/ზემოქმედება/ზეწოლა როგორც ამ არჩევნებზე” – ზაალ ანჯაფარიძე
პარალელი

სრულად წაკითხვა