"თამაშამდე ლაკაზეტმა ეს მომწერა" - მიქაუტაძემ წერილის შინაარსი საჯაროდ გაამხილა

6 days ago 2

2025/26 წლების საფრანგეთის ლიგა 1 ქართველი გულშემატკივრებისთვის საუკეთესო ნოტით დაიწყო – "ლიონმა“ გასვლაზე "ლანსი“ 1:0 დაამარცხა და გამარჯვების ერთადერთი გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძე გახდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველი ფორვარდი ჟურნალისტებთან ემოციური კომენტარით წარსდგა:

"მინდა მადლობა გადავუხადო ალექსანდრ ლაკაზეტს, რომელმაც მატჩის წინ პატარა შეტყობინება გამომიგზავნა. მითხრა, რომ ახლა ჩემი დროა, ჩემი ისტორია დავწერო „ლიონთან“ ერთად. ისტორია, რომელიც ლიგა 1-ის პირველივე ტურში გატანილი გოლით და განსაკუთრებული გზით დაიწყო.“

მიქაუტაძის დებიუტი ახალ სეზონში ლიონელ ფანებს დიდი იმედით ავსებს, რადგან გუნდი ლაკაზეტის გარეშე ახალი ლიდერის ძიებაშია და, როგორც ჩანს, ქართველი თავდამსხმელი მზადაა ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს.

სრულად წაკითხვა