TAMO’S SKIN-ის დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე ვენეციის კინოფესტივალზე უკვე მეორედ იმყოფებოდა. მას შვილის, სოფიას ესკიზის მიხედვით შექმნილი ულამაზესი კაბა ეცვა, რამაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ვიდეოში, რომელსაც თამო აქვეყნებს, ჩანს, რომ წითელ ხალიჩაზე კრიშტიანუ რონალდუს მეუღლის, ჯორჯინა როდრიგესის გვერდით პოზირებს. აღნიშნულ კადრებს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილი წერს, რომ ფოტოგრაფები თამოს უტაქტოდ მოექცნენ.
თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, განცახდებას ავრცელებს:
"წითელ ხალიჩაზე გასვლის დრო სტუმრის სურვილზე არ არის დამოკიდებული. პროცესს ორგანიზატორები აკონტროლებენ და თავად გეუბნებიან, როდის უნდა გახვიდე. ჩემს შემთხვევაშიც ზუსტად ასე მოხდა: როცა ჩემი დრო მოვიდა, მითხრეს, რომ უნდა გავსულიყავი. წითელ ხალიჩაზე რამდენიმე გადასაღები ზონაა.
ერთ მხარეს ფოტოგრაფები არიან, მეორე მხარეს ვიდეოგრაფები, შემდეგ კი ცენტრალურ ნაწილში გადადიხარ, სადაც ასევე გაქვს პოზირებისთვის გამოყოფილი დრო, და ბოლოს გასასვლელის ზონაა. ამას იმიტომ ვწერ, რომ ბევრმა დაწერა, თითქოს მე „შევიჭერი“. არა, როცა ორგანიზატორებმა მითხრეს, რომ ჩემი დრო იყო, გავედი და
დაცვის თანამშრომლების მხრიდან არანაირი პრობლემა ან შენიშვნა არ ყოფილა. რაც შეეხება კონკრეტული ფოტოგრაფის დამოკიდებულებას - რა თქმა უნდა, ამის ყურება სასიამოვნო არ იყო, თუმცა საბედნიეროდ, ყველა ასეთი არ არის. ჯორჯინა ულამაზესი ქალია და მასაც, ისევე როგორც ყველა ქალს, ბევრ წარმატებას ვუსურვებ. და თქვენ, თითოეულ ადამიანს, ვინც ამდენი თბილი მესიჯი მომწერეთ და მხარში დამიდექით დიდი მადლობა!" - წერს თამო ვაშალომიძე.
წყარო: palitravideo.ge
sport24