თანამდებობის პირების „შეურაცხყოფისთვის“ აქტივისტ გიორგი ახობაძეს 25 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

1 week ago 19

ექიმსა და ანტისახელისუფლებო აქციების მონაწილეს, გიორგი ახობაძეს, 25 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ, იგი, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დამნაშავედ ცნო. მას საჯარო მოხელეებისა და პოლიციელბის შეურაცხყოფა ედება ბრალად, მათ შორის სოციალურ მედიაში.

რამდენიმე მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახობაძის წინააღმდეგ რამდენიმე საქმე გაერთიანდა, მათ შორის „ფეისბუქის“ პოსტები, სადაც მან, სავარაუდოდ, შეურაცხყოფა მიაყენა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, „ქართული ოცნების“ დეპუტატ ლევან მახაშვილსა და პოლიციის თანამშრომელ გრიგოლ კაჭკაჭიშვილს.

გამომძიებელი კაჭკაჭიშვილი ახობაძის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში იყო ჩართული. ახობაძემ რვა თვე წინასწარ პატიმრობაში გაატარა ნარკოტიკებთან დაკავშირებული სერიოზული ბრალდებების გამო. 2025 წლის აგვისტოში მის მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

თვის დასაწყისში ახობაძის მიმართ კიდევ ერთ ადმინისტრაციულ საქმე მიმდინარეობდა. 8 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი 3 000 ლარით დააჯარიმა „ფეისბუქზე“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრის ვატო შაქარაშვილის შესახებ გაკეთებული კომენტარის გამო. ახობაძის მიერ ამ ჯარიმის გადახდაზე უარის თქმამ უფრო მკაცრი სასჯელი გამოიწვია.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა