წაკითხვა: 1
ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“გიორგი თარგამაძის შესახებ ახლა რომ იგდებს ხალხი ბეჭს, როგორი სასაცილოა, რაღაცნაირად სამხიარულოც კი.
მიშას რეჟიმის დროს, იმედის დარბევიდან 2 დღეში, არცერთმა დეპუტატმა და მიშას თვალისჩინმა არ დამიდასტურა ექსკლუზიური ინფორმაცია თარგამაძის იმედიდან გაყვანის შესახებ
არადა, შავით თეთრზე დავწერე ალიაში ის, რასაც ახლა, “რეჟიმთან მებრძოლი” ხალხი პირველად ისმენს
მე ისიც დავწერე, ვინ გაიყვანა იმედიდან თარგამაძე და მისი “კასტუმები”
არ მიყურებია კომისიის სხდომისთვის და რაო, დაასახელეს ის პირი, ვინც თარგამაძე გააცილა, თუ არა?
რაკი არ ვიცი ამჯერად მაინც თუ დაასახელეს “გამცილებელი”, ამიტომ მე გავიმეორებ ალიაში ერთხელ უკვე ნათქვამს (დაწერილს): თარგამაძე იმედიდან კოდუამ გაიყვანა.
და ეს დავწერე იმედის დარბევიდან 2 დღეში.
ასევე, ალიაში გამოვაქვეყნე ნონა გაფრინდაშვილის წერილი (ესეც ექსკლუზივი იყო), რომელიც მან ბადრი პატარკაციშვილს გაუგზავნა და სადაც ქალბატონმა ნონამ შავით თეთრზე დაწერა რა კაციც იყო თარგამაძე. ჩააყენა საქმის კურსში ბადრი და ბადრიმ , მიუხედავად ამისა, რატომ აირჩია თარგამაძე, ამას ახლა მას ვერავინ ჰკითხავს. იმ ქვეყნიდან კი დეპეშები ჯერჯერობით ისევ არ მოდის, მიუხედავად იმისა გარეთ 21-ე საუკუნეა.
ჰო, აქვე დამავატებ, თარგამაძე რა კაციც იყო, იმ რეჟიმის დროს თქვა ლალი აფციაურმა ალიაში. ესეც მე დავწერე
ჰოდა, ახლა რატომაა ხალხი ამომხტარი, ამ მართლა გასაოცარი დემოკრატიის დროს? ახლა უადვილდებათ ხომ წერაც და ლაპარიკიც, ჰოოო, აი, ამაშია საქმე.
არა, რა, ათასგზის ვთქვი ხმას არ ამოვიღებ – მეთქი და მაინც ვერ ვისვენებ
P.S. – ჰო, იმედის დარბევიდან 2 თვეში, დარბეული და მიტაცებული იმედის ყოფილმა ჟურნალისტებმა ახალი წელი ერთ-ერთ რესტორანში სოსო თოფურიძესთან ერთად რომ აღნიშნეს და ფოტოები ოდნოკლასნიკებში გამოფინეს, წარწერით – გვახსოვს ნოემბერი, ის ჟურნალისტები ახლა სად არიან თუ იცით?
ეს ფოტოებიც და ინფორმაციაც, ალიას ექსკლუზივი იყო. ჯვარს გამაკრეს მაშინ ამ მასალის დაწერის გამო ცალკე ჟურნალისტებმა, ცალკე დეპუტატ-თვალისჩინებმა.
არადა, თურმე რა ადვილია ახლა თქმა, დაწერა”- წერს დარეჯან მეფარიშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს