უკვე დადასტურებული ამბავია, რომ გიორგი მიქაუტაძე კარიერას "ვილიარეალში" გააგრძელებს.
ბუნებრივია, ქართველი შემტევი თავის მატჩებს მადრიდის "რეალთანაც" ჩაატარებს.
ლა ლიგის კალენდრის მიხედვით, "ყვითელ წყალქვეშა ნავს" "სამეფო გუნდთან" მომდევნო მატჩი 5 ოქტომბერს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ელის.
რაც შეეხება საპასუხო თამაშს, "ვილიარეალსა" და "ბლანკოსს" შორის მეორე დაპირისპირება 25 იანვარს "ესტადიო ლა კერამიკაზეა" ჩანიშნული.