„თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე ნიკა მელია და გიგი უგულავა დააკავეს.
მანამდე პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი.
„თბილისი მოლთან“ ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა მსვლელობით საქალაქო სასამართლოსკენ გადაადგილება სცადეს. მოქალაქეთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, პოლიციამ მათ გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საშაულება არ მისცა.