თბილისის 2025 წლის მოწვევის საკრებულო შეიკრიბა 

9 hours ago 2

დღეს, 30 ოქტომბერს, 2025 წლის მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა დედაქალაქში. სხდომა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, გახსნა.

საკრებულოში 45 დეპუტატი „ქართული ოცნებიდანაა“, დანარჩენი ხუთი კი - სამი ოპოზიციური პარტიიდან.

საკრებულოში წარმომადგენლები ეყოლება:

#3 - „კონსერვატორები საქართველოსთვის“ („ალტ-ინფო“) - 1 მანდატი;

#9 - „ლელო - ძლიერი საქართველო“ - 2 მანდატი;

#36 - „გირჩი“ - 2 მანდატი;

#41 - „ქართული ოცნება“ - 45 მანდატი.

დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს ზურაბ აბაშიძე, რომელიც წინა, მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეც იყო. მისი მოადგილეები იქნებიან ბექა დავითულიანი და თინათინ ნიბლოშვილი.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა არ მიუღია ორ დიდ ოპოზიციურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „კოალიციას ცვლილებისთვის“. მათ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგო 64-ვე ოლქში.

სრულად წაკითხვა