თბილისის საკრებულოსთან დაკავებულ ნოდარ წიწრიაშვილს 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

1 hour ago 3

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ნოდარ წიწრიაშვილს, რომელიც პოლიციამ 27 ივლისს თბილისის საკრებულოს შენობასთან დააკავა წარწერისთვის „ბიძინა **ეა? კი თუ არა“.

წიწრიაშვილი ამ პლაკატით სოლიდარობას უცხადებდა წინა დღით, 26 ივლისს იმავე ადგილზე იმავე პლაკატის ჭერისთვის დაკავებულ 10 დემონსტრანტს. ამ დემონსტრანტთაგან უმრავლესის საქმე მოსამართლემ ცეკვავამ განიხილა. მათ შორის სამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ღამის 02:00 საათზე გამოაცხადა.

26 ივლისს დაკავებულებს შეუფარდეს:

  • თორნიკე თოშხუა - 3000 ლარი;
  • მარიამ მეყანწიშვილი - 6000 ლარი;
  • ნატო ბოლქვაძე - 5-დღიანი პატიმრობა;
  • შაკო ბაღდოშვილი - 10-დღიანი პატიმრობა;
  • ია მელითაური იზოლატორში 5 დღეს გაატარებს;
  • ვასილ ბერიძეს 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა;
  • ლაშა დგებუაძისთვის 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს;
  • სანდრო სეხნიაშვილისა და მარინე ნანავასთვის კი 5000-5000-ლარიანი ჯარიმა.

რა მოხდა თბილისის საკრებულოსთან, თავისუფლების მოედანზე

თბილისის საკრებულოსთან 26 ივლისს, აქციის მიმდინარეობისას 10 ადამიანი დააკავეს: თორნიკე თოშხუა, მარიამ მეყანწიშვილი, ია მელითაური, ნატო ბოლქვაძე, სანდრო სეხნიაშვილი, ლაშა დგებუაძე, ვასო ბერიძე, მარინე ნანავა, თორნიკე ტიკარაძე და შაკო ბაღდოშვილი.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს „შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში”.

თბილისში, საკრებულოსთან ჯერ აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს. თოშხუა, რომელიც ერთხელ უკვე იყო დაკავებული სისხლის სამართლის წესით და ციხე სულ რამდენიმე კვირის წინ დატოვა, საკრებულოსთან იყო ბანერით, რომელზეც ეწერა: "ბიძინა ყ***? კი თუ არა".

თოშხუას დაკავების შემდეგ, უწყვეტი პროტესტის მონაწილეები მისთვის სოლიდარობის ნიშნად საკრებულოსთან მივიდნენ, მათ ნაწილსაც ხელში მსგავსი შინაარსის ბანერები ეჭირა, პოლიციამ კიდევ 9 დემონსტრანტი დააკავა.

ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

სრულად წაკითხვა