WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

04.10.202604.10.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

კახა კალაძემ „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით

გამართულ საზეიმო მიღებაზე საპატიო თბილისელები დააჯილდოვა. აღნიშნული სტატუსი წელს 32 მოქალაქეს მიენიჭა.

„თბილისზე საუბრისას ხშირად ვიხსენებთ მის ძველ უბნებს, აივნებს, ქუჩებს, არქიტექტურას, ისტორიასა და კულტურას – ყველაფერს, რაც ამ ქალაქს განსაკუთრებულს ხდის, მაგრამ ჩემთვის თბილისი, პირველ რიგში, ადამიანებია. ადამიანები, რომლებიც აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ; ადამიანები, რომლებმაც თბილისი საკუთარ სახლად აირჩიეს; ადამიანები, რომლებმაც ამ ქალაქს საკუთარი ცხოვრების ნაწილი, ცოდნა, ნიჭი და შრომა აჩუქეს.

თბილისის განსაკუთრებული ხასიათიც სწორედ ამ ადამიანებმა შექმნეს — ქალაქი, რომელსაც ყოველთვის შეეძლო განსხვავებული ადამიანების მიღება, მათი გაერთიანება და მათთვის ერთი საერთო სახელის დარქმევა — თბილისელი“, – თქვა კალაძემ.

წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ:

  1. დავით გორდელაძე – ექიმი, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  2. ელგუჯა ადამია – ექიმი, გასტრო-ენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი;
  3. დავით მეტრეველი – ექიმი, ენდოკრინოლოგი;
  4. რამაზ ხეცურიანი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  5. ივანე კუზანოვი – ექიმი, პლასტიკური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  6. თენგიზ ასათიანი – ექიმი, რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი;
  7. ბესარიონ დოჭვირი – მეცნიერი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი;
  8. ვლადიმერ პაპავა – მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  9. რევაზ ჯავახიშვილი – მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი;
  10. ავთანდილ დემეტრაშვილი – იურისტი, პროფესორი;
  11. რამაზ ხუროძე – ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  12. რევაზ კლდიაშვილი – ქიმიკოს-ინჟინერი, პროზაიკოსი, დრამატურგი;
  13. ლევან ჯაფარიძე – ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი;
  14. ირმა გურიელი – ჟურნალისტი, მსახიობი;
  15. იანო ალიბეგაშვილი – მომღერალი, ოპერის სოლისტი;
  16. გიორგი ქორქაძე – მუსიკოსი;
  17. მიხეილ კილოსანიძე – ხმის რეჟისორი;
  18. მურმან გელენიძე – მხატვარი;
  19. მამუკა მიქელაძე – მხატვარი, მონუმენტალისტი;
  20. ნუგზარ მეძმარიაშვილი – მხატვარი, მონუმენტალისტი;
  21. გივი შუღაროვი – ინჟინერი, პოლიტიკოსი;
  22. ტარიელ ონაშვილი – მომღერალი;
  23. ნუგზარ რუხაძე – ჟურნალისტი, დიპლომატი;
  24. ედიშერ მაჩაიძე – სპორტული მსაჯი, პროფესორი;
  25. ნინო სალუქვაძე – სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი;
  26. იური ოსიპოვი – მოფარიკავე;
  27. ლერი ხაბელოვი – სპორტსმენი;
  28. გიორგი ალიბეგაშვილი – პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
  29. ზურაბ გოშაძე – პოეტი, ფილოლოგი;
  30. კირა ანდრონიკაშვილი – მსახიობი, ხელოვნებათმცოდნე;
  31. გრიგოლ (გია) მურღულია – პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
  32. ჯემალ ძაგანია – პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.