თბილისის ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი გარდაიცვალა

1 month ago 5

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 2025 წლის 3 იანვრის დილას, თბილისის ყოფილი მერი და ყოფილი პარლამენტარი ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მისი ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს.

ნიკო ლეკიშვილი, - ედუარდ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირის“ ყოფილი წევრი, - 1993-95 წლებში იყო თბილისის მერი.

ის ასევე იყო სამი მოწვევის პარლამენტის წევრი:

  • 1992-95 წლების მოწვევის პარლამენტში იყო დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი;
  • 1999-2004 წლებში იგი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იყო.
  • 2004-08 წლებში კი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს ხელმძღვანელობდა, - ის მაშინ უკვე ფრაქტია „დამოუკიდებელი მაჟორიტარებს“ წარმოადგენდა.

ნიკო ლეკიშვილს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე 1991 წლის 9 აპრილს.

2021 წელს რადიო თავისუფლებამ ინტერვიუ ჩაწერა ნიკო ლეკიშვილთან პროექტის ფარგლებში, რომელიც სწორედ 9 აპრილს ეხებოდა - როგორ შემოინახა ის დღე და ღამე აქტზე ხელმომწერთა მეხსიერებამ.

სრულად წაკითხვა