„თბილისისკენ მომავალ თვითმფრინავში ცუდად გავხდი. სტუარდესას ვუთხარი…“ – რას ყვება ცისნამი საყვარლიშვილი?

15 hours ago 2

ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პირველად შეხვდა ბიოლოგიურ მამასა და დებს.

“პირველად წამოვედი გერმანიიდან, სულ თურქეთით მოვდივარ ხოლმე. მთელი გზა ვნერვიულობდი და გული ხელით მეჭირა. თბილისისკენ მომავალ თვითმფრინავში ცუდად გავხდი. სტუარდესას ვუთხარი, პირველად ვხვდები ჩემს ბიოლოგიურ მამას და დებს მეთქი. პულსი გამისინჯა და მომიალერსა. ყველაფერი მაგრად იქნებაო.

მართლაც მასე იყო. დავინახე თუ არა ჩემი დები დაძაბულობა ეგრევე მომეხსნა. ძალიან საყვარლები არიან. მამას რომ ჩავეხუტე, მისი გულის ცემა და ჩემი გულის ცემა ერთდროულად მესმოდა.ძალიან ლამაზი შეხვედრა იყო. იცით როგორი რამ ვიგრძენი? გულ-მუცელში სითბო და ცხელი სითხე ჩამეღვარა.სისხლს თავისი ძალა აქვს!” – წერს ცისმანი საყვარლიშვილი.

სრულად წაკითხვა