თბილისობის აღნიშვნა 3 439 500 ლარი ჯდება

3 hours ago 3

დღეს და ხვალ, 20 და 21 სექტემბერს დედაქალაქში თბილისობა აღინიშნება. ბიუჯეტიდან დაგეგმილი ღონისძიებებისთვის 3 439 500 ლარი დაიხარჯება. ისე, როგორც გასულ წლებში, წელსაც ხელშეკრულებები ტენდერის გარეშე დაიდო.

როგორც წესი, თბილისობა ოქტომბერში იმართება, თუმცა თვითმმართველობის არჩევნების გამო (4 ოქტომბერი), ეს თარიღი შეცვალეს.

ღონისძიებების დიდი ნაწილი დაგეგმილია რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე. გაიმართება საბავშვო კონცერტები და გასტრონომიული ფესტივალი.

დღეს, 20:00 საათზე ცერემონიალების სასახლეში (ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია ავლაბარში) გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოება, დასკვნითი ღონისძიება - გალა კონცერტი კი ხვალ, 20:00 საათზე ევროპის მოედანზე („რიყის პარკში).

ვინ იმღერებს კონცერტზე უცნობია.

თბილისის მერია საახალწლო და სხვა სადღესასაწაულო ღონისძიებებს ვეღარ მართავს თბილისის ცენტრალურ გამზირზე - რუსთაველსა და რესპუბლიკის მოედანზე გასული წლის 28 ნოემბერს დაწყებული უწყვეტი საპროტესტო აქციების გამო, რომლის მთავარი მოთხოვნაა ახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და დემონსტრაციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულების გათავისუფლება.

სრულად წაკითხვა