2027 წლის საახალწლო ღონისძიებებზე 8 469 885 ლარი დახარჯება. ხელშეკრულებები ტენდერის გარეშე, პირდაპირ წესით დაიდება.
გასულ წლებში დაიხარჯა:
- 2026 წლისთვის დაიხარჯა 8 280 000 ლარი;
- 2025 წლისთვის დაიხარჯა 8 576 967 ლარი.
მომსახურებებს შეიძენენ თბილისის მერია და მისი დაქვემდებარებული „თბილსერვისჯგუფი“.
„აღნიშნული ღონისძიებები მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა და მათი სრულყოფილად ჩატარება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სოციალური, კულტურული და სხვა საჯარო მიზნების მიღწევას ემსახურება“, - ასე ასაბუთებს მერია შესყიდვების საჭიროებას.
2027 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებები 2026 წლის 10 დეკემბრიდან 2027 წლის 14 იანვრის ჩათვლით გაიმართება, შესაბამისი სივრცეები კი 2026 წლის 1 დეკემბრიდან 2027 წლის 25 იანვარი ჩათვლით მოეწყობა და დაიშლება.
დედაქალაქის ბიუჯეტიდან თითქმის 5,9 ლარი დაიხარჯება სხვადასხვა ჟანრის კონცერტებისა და წარმოდგენების, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეების მოწყობაში, ასევე დეკორაციებით გაფორმებაში.
დამატებით, „თბილსერვისჯგუფი“ 2,5 მილიონი ლარს დახარჯავს რუსთაველის გამზირის მოსართავ 2D ფიგურებსა და მანათობელი თოკში.
radiotavisupleba ახალი ამბები