მეათე სკოლის შენობა რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს, ახლის აშენების დაპირებით.
აქცია გუშინ საღამოს, 28 ოქტომბერსაც ჩატარდა იმავე მოთხოვნებით.
აქციის მონაწილეთა თქმით, ამ პერიოდში ბავშვებს უწევთ სხვა სკოლებში მიკედლება, ზოგს - მეორე ცვლაში ან ცვალებადი გრაფიკით სწავლა, რაც, აქციის მონაწილეების თქმით, განათლების ხარისხს აუარესებს.
„ორი წელია, მშენებლობა დაიწყო, ახლა ვიგებთ, რომ მშენებლობის უფლება ჯერ კიდევ არ არის გაცემული“, - უთხრეს გუშინ დემონსტრანტებმა რადიო თავისუფლებას.
„კედელი არ არის ამოყვანილი, როდის დაასრულებენ, დღესაც არ ვიცით, - როცა გარშემო მაღალი კორპუსები გაცილებით სწრაფად ააშენეს“, - გვითხრეს მათ.
აქციაზე, გუშინდლის მსგავსად, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი მივიდა.
„გუშინ ხომ შევთანხმდით, რომ კვირის ბოლომდე ამ ალტერნატივებს განვიხილავთ და ვიცდით?!“ - უთხრა მან ერთ-ერთ მშობელს.
„ორშაბათამდე დაგელოდებით, უბრალოდ იცოდეთ, ორშაბათის შემდეგ ეს პროცესები გახდება გაუკონტროლებელი“, - უთხრა მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მშობლები ამბობენ იმასაც, რომ შვილების შორს მანძილზე წაყვანა უწევთ.
ისინი ამბობენ, რომ არ არიან თანახმა დისტანციურ სწავლებაზე და არც სკოლის „გაყოფაზე“ - სხვადასხვა კლასის მოსწავლეების სხვადასხვა ადგილას განწესებაზე.
ისინი არ არიან თანახმა არც ონლაინსწავლებაზე: „მოვითხოვთ დაჩქარდეს ფართის მოძიება და არა თიმსის იუზერების და პაროლების აღდგენა“.

1 day ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·