საქართველოს ოფიციალური ვიზიტით იმყოფება არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი.
მთავრობის საზოგადეობასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახამად, თბილისის საერთაშორიოს აეროპორტში გაიმართა სტუმრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია. არაბთა გაერთიანებული საამიეროების პრეზიდენტს "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დახვდა.
ოფიციალური ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტაციაში შედგა გაფართოებული შეხვედრა ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის შეხვედრის ფორმატში.
როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ირაკლი კობახიძესა და მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შორის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე.
ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტი "განსაკუთრებულად მნიშვნელოვან მოვლენად" შეაფასა და ხაზი გაუსვა იმ პროექტებს, რომლებიც არაბულ ინვესტიციებზეა დაფუძნებული - მათ შორის Eagle Hills-ისა და EMAAR-ის მიერ დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებს.
შეიხმა მოჰამედ ბინ ზაიედმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ზრდაზე ისაუბრა და მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს განვითარების, სტაბილურობისა და მშვიდობის მიმართ.
მისი სიტყვებით "ჩვენს ორ ქვეყანას აქვს საერთო ხედვა სტაბილურობის, მშვიდობის, ადამიანებს შორის ურთიერთობის მიმართულებით" და აღნიშნა, რომ "არაბთა გაერთიანებული საამიროები გააძლიერებს პარტნიორობას ზოგადად კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის და ხელს შეუწყობს სტაბილურობას, მშვიდობას და საერთო ინტერესებს",
შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედის თქმი "მშვიდობა არის ძირითადი ღერძი ეკონომიკის განვითარებისა და გაძლიერებისთვის".
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და Eagle Hills Group-ის დამფუძნებელმა და თავმჯდომარე მოჰამედ ალაბარმა შეთანხმებები გაცვალეს, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოაცულობის ორი მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.
ევროინტეგრაციის პროცესის შეყოვნების ფონზე, საქართველომ თანამშრომლობა გააძლიერა რიგ ქვეყანასთან, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. ირაკლი კობახიძე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორჯერ ეწვია არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.
ერთ-ერთი ვიზიტის ფარგლებში, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა უდიდეს დეველოპერულ კომპანია EMAAR-თან, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ექვსი მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.
მედია წერდა, თბილისსა და აბუ-დაბის შორის არაფორმალური შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმადაც, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა დაუშვა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება,ხოლო საქართველომ მხარი დაუჭირა არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან შეიხა ნასერ ალ ნოვაისის კანდიდატურას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) გენერალური მდივნის თანამდებობაზე, მოქმედი ხელმძღვანელის, ზურაბ პოლოლიკაშვილის ნაცვლად.
საქართველოში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი აზერბაიჯანს ეწვია, მას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში უმასპინძლა. მხარეებმა 14 დოკუმენტს მოაწერეს ხელი, მათ შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას.