WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

‼️თბილისის მერიის გამაფრთხილებელი ინფორმაცია, სხვადასხვა სამუშაოების გამო 15 ნოემბრის 00:00 საათიდან – 16 ნოემბრის 00:00 საათამდე დედაქალაქის 3 ლოკაციაზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით:

  • შოთა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ნოემბრის 00:00 საათიდან 16 ნოემბრის 00:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება თამარ ჭოველიძის ქუჩის ასახვევში და ასევე, მერაბ კოსტავას ქუჩაზე – თამარ ჭოველიძის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში.

რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნულ მონაკვეთში ასფალტის საფარის ზედა ფენები იგება.

შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილებს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით.

შეზღუდვის დროს, ერთი დღით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.

კერძოდ, ავტობუსები – N301, N305, N306, N308, N309, N310, N314, N326, N331, N337, N342, N344, N345, N352, N358, N388 და N397 და მიკროავტობუსები: N472,N 532, N540 და N541 მელიქიშვილის გამზირიდან გადაადგილებისას, ბარათაშვილის ქუჩას გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან, საიდანაც მგზავრთა მომსახურებას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.

აგრეთვე, მიკროავტობუსები – N408 და N420 თამარ ჭოველიძის ქუჩაზე მოხვედრას მერაბ კოსტავას ქუჩიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე ასვლით და შემდგომ პეტრე მელიქიშვილის გამზირის გავლით შეძლებენ.

  • საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება:

15 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, შპს „თბილსერვის ჯგუფი” ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საახალწლო კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნული სამუშაოების წარმოებისთვის, მითითებულ პერიოდში ქეთევან დედოფლის გამზირზე გზის სავალი ნაწილი სრულად ჩაიკეტება.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ობიექტი აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით.

  • მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, საგზაო-სარემონტო სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება:

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტი, 15 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, მთაწმინდის რაიონში საგზაო-სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.

სამუშაოების შესასრულებლად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ყოფილ რესტორან „არაგვის“ მიმდებარედ, იუსტიციის სახლის მიმართულებით, გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტი:

•​ გზის შეზღუდვა განხორციელდება ე.წ. ჩანჩქერთან (არმისული თამარ მეფის ხიდამდე).

•​ საავტომობილო მოძრაობა განხორციელდება ალტერნატიული მარშრუტით – თამარ მეფის პანდუსის გავლით.

სამუშაოების არეალი სრულად იქნება აღჭურვილი შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით.

თბილისის მერია და შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დროებითი დისკომფორტის გამო!

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს