დედაქალაქის გარეუბანში, სანზონაში საცხოვრებელი კორპუსში ლიფტი ჩაწყდა. ამ დროს მასში 6 ადამიანი იმყოფებოდა.
როგორც რადიო თავისუფლებას სამაშველო სამსახურში უთხრეს, ყველა მათგანი კონტაქტური იყო და მათი გამოყვანა შეძლეს. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
ამ დროის მონაცემებით, დაშავებულთა შორის ბავშვები არ არიან. უცნობია, რა შეიძლება გამხდარიყო მიზეზი და რომელ წელს აშენებულ კორპუსში მოხდა შემთხვევა.
radiotavisupleba ახალი ამბები
ფორუმი