ქართველი მკლავჭიდელი, ლევან საგინაშვილი "ჯაფარას პოდკასტში" სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
დიდი ხანია ამ ღონისძიების თბილისში ჩატარება გვინდოდა. მთელი ვარსკვლავები ჩამოდიან: დევონ ლარატი, მაიკლ ტოდი, ვიტალი ლალეტინი, ალექს კურდეჩა.
მაიკლ ტოდი გასპარინს დაუპირისპირდება, ლარატი კი გენადი პუპკინიას. ასევე, გაიმართება ტოჩინსისა და ირაკლი ზირაქიშვილის სატიტულო მატჩი. საინტერესო წყვილებია და მაგარი შეხვედრები იქნება.
- თქვა ლევან საგინაშვილმა.
ლევან საგინაშვილი მკლავჭიდის ცნობილ ტურნირ EAST vs WEST-ზე საუბრობს, რომელიც 15 თებერვალს ჰუალინგში გაიმართება. მაგალითისთვის, ერთ-ერთი ასეთი 2024 წლის აპრილში, თურქეთში გაიმართა, სადაც საგინაშვილმა ლარატს 4:0 აჯობა და მსოფლიო ჩემპიონის ქამარსაც დაეუფლა.