თბილისში მიმდინარე U20 ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე პრიზიორები გამოვლინდნენ

14 hours ago 2

თბილისში მიმდინარე U20 ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს 12 რაიონის 70-მდე სპორტსმენი ასპარეზობს, დღის ბოლოს გამარჯვებულ-პრიზიორები 88 კგ. წონით კატეგორიაშიც გამოვლინდნენ.

დამყარდა საქართველოს რეკორდიც. ლევან ოჩიგავამ 20 წლამდელთა შორის ქვეყნის სარეკორდო ზღვარი ატაცში 5, აკვრაში 9, ხოლო ორჭიდში 15 კილოგრამით გააუმჯობესა.

ოჩიგავას ნაჩვენები შედეგი სარეკორდო გამოდგა 23 წლიანებშიც. ძალოსანმა ატაცში 3, აკვრაში 7, ხოლო ორჭიდში 13 კილოგრამით გააუმჯობესა ქვეყნის სარეკორდო სტანდარტი.

ატაცი

ლევან ოჩიგავა (თბილისი) - 154
ლადო ძიმცეიშვილი (ზუგდიდი) - 127
თემურ ჯაშიაშვილი (თელავი) - 115

აკვრა

ლევან ოჩიგავა (თბილისი) - 191
ლადო ძიმცეიშვილი (ზუგდიდი) - 162
თემურ ჯაშიაშვილი (თელავი) - 150

ორჭიდი

ლევან ოჩიგავა (თბილისი) - 345
ლადო ძიმცეიშვილი (ზუგდიდი) - 289
თემურ ჯაშიაშვილი (თელავი) - 265

სრულად წაკითხვა