"რასაც მასზე წერენ სრული სიცრუეა" - კვარამ დემბელე დაიცვა

10 hours ago 4

უცხოურ მედიაში ვრცელდება ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი, რომელმაც თანაგუნდელი უსმან დემბელე საჯაროდ დაიცვა:

სოციალურ ქსელებში ბევრ რამეს წერენ, მაგრამ ხალხი ვერ ხედავს, რა ხდება გუნდში. დემბელე ერთ-ერთი ყველაზე ხალისიანი ადამიანია, ვინც კი ფეხბურთში შემხვედრია.


ყოველთვის კარგ ხასიათზეა, ხუმრობს და ცდილობს, ყველას დაეხმაროს – იქნება ეს მოედანზე თუ მის გარეთ. რაც მთავარია, ის თანაგუნდელებს გვერდში უდგას და თავს გამორჩეულად გრძნობინებს.

- თქვა კვარამ.

სრულად წაკითხვა