WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

თბილისში, თსუ-დან რუსთაველის მოედნამდე ოპოზიიური პარტიების ორგანიზებული საპროტესტო აქცია იმართება, სლოგანით "საქართველო ივანიშვილის გარეშე. საქართველო უკეთესს იმსახურებს".

ეს არის კამპანიის დასაწყისი, რომელიც 28 ნოემბრამდე გაგრძელდება - ამ დღეს ორი წელი ხდება იმ დღიდან, როცა "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეწყვეტის შესახებ. ამ განცხადებას ხალხმრავალი აქციები, დემონსტრანტებზე პოლიციის მხრიდან უპრეცედენტო ძალადობა და აქციის მონაწილეების დაკავებები მოჰყვა.

ოპოზიციური პარტიები ამ აქციით აცხადებენ, რომ გააგრძელებენ მშვიდობიან პროტესტს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნას.

მათი შეკრების ფონია ქართული ოცნების 88 დეპუტატის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლის მიზანიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაა.