26 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე პერიოდი ხელსაყრელია ძველი საქმეების დასასრულებლად, შეთანხმებების გადასახედად და ძალების სწორად გასანაწილებლად. ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, ეს კვირა აქტიურ მოქმედებასა და პრიორიტეტების გადაფასებას მოითხოვს. ურთიერთობებში გულწრფელობა და პირდაპირობა დაგეხმარებათ გაუგებრობების თავიდან აცილებაში. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს და ნუ შეუშინდებით ცვლილებებს – ეს კვირის უფრო შედეგიანად წარმართვაში დაგეხმარებათ.
კვირის ძირითადი ასტროლოგიური მოვლენები
☀️ 26 ოქტომბერი – მზისა და პლუტონის კვადრატურა
ასტროლოგიური ინტერპრეტაციით, ამ ასპექტმა შესაძლოა გააძლიეროს აქტიურობა და საკუთარი პოზიციის დაცვის სურვილი. ურთიერთობებში უფრო შესამჩნევი შეიძლება გახდეს კონკურენცია და ლიდერობისკენ სწრაფვა. ამიტომ მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და პატივი სცეთ სხვების აზრს. თუ საუბარი ზედმეტად ემოციური გახდება, უმჯობესია, მცირე პაუზა აიღოთ.
ხალხმრავალ ღონისძიებებზე წასვლისას წინასწარ დაგეგმეთ მარშრუტი და შეხვედრის ადგილი. გაითვალისწინეთ ტერიტორიის სწრაფად დატოვების შესაძლებლობაც, თუ ამის საჭიროება გაჩნდება.
☿️ 30 ოქტომბერი – მერკურისა და მარსის კვადრატურა
ასტროლოგიური ინტერპრეტაციით, ამ ასპექტმა შესაძლოა კომუნიკაცია უფრო დაძაბული და მწვავე გახადოს. შესაძლოა მოიმატოს კამათის, მკვეთრი განცხადებებისა და დაუფიქრებელი პასუხების ალბათობამ, ადამიანებს შეიძლება გაუჭირდეთ სარკაზმის შეკავება. ამიტომ სიტყვები ფრთხილად შეარჩიეთ და ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას მოერიდეთ.
თუ საუბარი დაიძაბება, შეჩერდით და საკითხის განხილვა მოგვიანებით განაგრძეთ. მშვიდი ტონი და ნათქვამის სწორად გაგების სურვილი გაუგებრობების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
🪐 31 ოქტომბერი – იუპიტერისა და სატურნის სესკვიკვადრატურა
ეს ასპექტი ასტროლოგიურ ინტერპრეტაციაში გაფართოების სურვილსა და შეზღუდვებს შორის დაპირისპირებას უკავშირდება. ზოგიერთმა გეგმამ შესაძლოა წინააღმდეგობები წარმოშვას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთი მხარე მეტ თავისუფლებას ან გავლენას ცდილობს, მეორე კი მკაცრ საზღვრებს აწესებს.
პირად და საქმიან ურთიერთობებში მოსალოდნელი უთანხმოების თავიდან ასაცილებლად გეგმები წინასწარ განიხილეთ. მოქნილობა, მოთმინება და დიალოგისთვის მზადყოფნა კომპრომისის პოვნაში დაგეხმარებათ.
შენიშვნა: ასტროლოგიაში მიიჩნევა, რომ პლანეტებს შორის ასპექტების გავლენა მხოლოდ მათი ზუსტი ფორმირების მომენტით არ შემოიფარგლება და შესაძლოა, წინა და მომდევნო დღეებშიც იგრძნობოდეს. პროგნოზში მითითებული თარიღები ასპექტების ზუსტ მომენტებს აღნიშნავს.
♈ ვერძი
ამ კვირაში ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხმაც კი შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს. მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში. კარიერული შესაძლებლობები ხელიდან არ გაუშვათ, თუმცა იმოქმედეთ არა მხოლოდ შეუპოვრად, არამედ გააზრებულადაც.
ნუ შეეცდებით, საკუთარი აზრი სხვებს თავს მოახვიოთ, რადგან ამან შესაძლოა კონფლიქტი გამოიწვიოს. გამოყავით დრო დასვენებისთვის, მეგობრების მოსანახულებლად ან კინოში წასასვლელად.
შაბათ-კვირას საყვარელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა და ყურადღება დასჭირდებათ.
სასიკეთო დღეები: 28, 30 ოქტომბერი
არახელსაყრელი დღე: 31 ოქტომბერი
♉ კურო
ეს კვირა სტაბილურობის განცდას და პოზიციების განმტკიცების შესაძლებლობას მოგიტანთ. ყურადღება გაამახვილეთ გრძელვადიან ფინანსურ გეგმებსა და დანაზოგებზე. მოერიდეთ კონფლიქტებს, რადგან დაპირისპირებებმა შესაძლოა თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზეც იმოქმედოს.
ზოგიერთი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს, ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა საჭირო დეტალი გაარკვიეთ. ურთიერთობების გასამყარებლად მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანებთან. თქვენი საიმედოობა კვლავ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა იქნება.
შაბათ-კვირას შესაძლოა შორ მანძილზე მოგზაურობა ან საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა დაგეგმოთ.
სასიკეთო დღეები: 30, 31 ოქტომბერი
არახელსაყრელი დღე: 28 ოქტომბერი
♊ ტყუპი
კომუნიკაცია ამ პერიოდში თქვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა იქნება. გამოიყენეთ მოლაპარაკების უნარი სასარგებლო საქმიანი კავშირების დასამყარებლად და იდეების გასაზიარებლად. შესაძლოა საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ, რომელიც ინფორმაციას, სწავლებას ან შემოქმედებით პროექტებს უკავშირდება.
ნუ მოერიდებით საკუთარი აზრებისა და იდეების გაზიარებას – ამან შესაძლოა წარმატებისკენ მიმავალი გზა გაგიხსნათ.
პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას შეძლებთ, თუ სიმშვიდესა და პოზიტიურ განწყობას შეინარჩუნებთ.
სასიკეთო დღეები: 27, 29 ოქტომბერი
არახელსაყრელი დღე: 26 ოქტომბერი
♋ კირჩხიბი
ამ კვირაში თავდაჯერებულობა თვითშეფასების ამაღლებასა და ავტორიტეტის განმტკიცებაში დაგეხმარებათ. ენერგია ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებზე მიმართეთ და წვრილმანებზე ნუ დახარჯავთ. ინიციატივისა და აქტიური მოქმედების წყალობით შეძლებთ დაბრკოლებების გადალახვას და კარიერულ წინსვლას.
ოჯახში ყურადღება გაამახვილეთ ბიუჯეტის დაგეგმვასა და მყუდრო გარემოს შექმნაზე. შესაძლოა სახლთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. ასეთ დროს საკუთარ ინტუიციასაც მოუსმინეთ, თუმცა ფაქტებიც გაითვალისწინეთ.
სასიკეთო დღეები: 28 ოქტომბერი, 1 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 26 ოქტომბერი
♌ ლომი
შემოქმედებითმა პროექტებმა და საკუთარი ნიჭის გამოვლენამ არა მხოლოდ სიხარული, არამედ მოულოდნელი შემოსავალიც შეიძლება მოგიტანოთ. ნუ მოერიდებით თქვენი შესაძლებლობების წარმოჩენასა და საინტერესო იდეების გაზიარებას. კვირა ხელსაყრელია საჯარო გამოსვლებისა და პრეზენტაციებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ შთაგონებასა და თავდაჯერებულობას შეინარჩუნებთ.
პირად და საქმიან ურთიერთობებში აჩქარებამ შესაძლოა გაუგებრობა ან კონფლიქტი გამოიწვიოს. პატივი ეცით გარშემო მყოფებს და კამათის დროს იუმორის გრძნობა არ დაკარგოთ.
შაბათ-კვირას სიმშვიდე და განმარტოება ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
სასიკეთო დღეები: 28, 31 ოქტომბერი
არახელსაყრელი დღე: 26 ოქტომბერი
♍ ქალწული
ამ კვირაში დრო გამონახეთ პროფესიული ცოდნის გასაღრმავებლად. ახალი უნარები, რომლებსაც ახლა შეიძენთ, შესაძლოა მალე გამოგადგეთ. ხელსაყრელი პერიოდია გასაუბრებებისთვის, საქმიანი შეხვედრებისა და ვიზიტებისთვის. მთავარია ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაში ზედმეტი დაძაბულობა თავიდან აიცილოთ.
ანალიტიკური აზროვნება თქვენი ძლიერი მხარე იქნება. გადახედეთ ფინანსებს და დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ ხარჯების შემცირება ისე, რომ მნიშვნელოვანი საჭიროებები არ უგულებელყოთ. პასუხისმგებლობა და დეტალებისადმი ყურადღება სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.
კვირის ბოლოს დრო საყვარელ ადამიანებს დაუთმეთ.
სასიკეთო დღეები: 29, 31 ოქტომბერი
არახელსაყრელი დღე: 27 ოქტომბერი
♎ სასწორი
ამ დღეების განმავლობაში უმჯობესია, საკუთარ შესაძლებლობებსა და ძლიერ მხარეებს დაეყრდნოთ. გამოიჩინეთ მოთმინება, მონდომება და ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. ხუთშაბათს შესაძლოა საინტერესო საქმიანი შემოთავაზება მიიღოთ.
ურთიერთობებში ჰარმონიისა და ბალანსის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. სადავო საკითხების განხილვისას კომპრომისის პოვნა სცადეთ – დიპლომატიური მიდგომა უთანხმოების მოგვარებაში დაგეხმარებათ.
შაბათ-კვირას კარგი იქნება ქალაქგარეთ გასეირნება და მეგობრებთან ერთად დროის გატარება.
სასიკეთო დღეები: 26, 29 ოქტომბერი
არახელსაყრელი დღე: 28 ოქტომბერი
♏ მორიელი
გამოიყენეთ ეს კვირა ახალი ინფორმაციისა და ცოდნის მისაღებად. ყურადღებით დააკვირდით გარშემო მიმდინარე მოვლენებს და შეეცადეთ, ემოციური წონასწორობა შეინარჩუნოთ. მოთმინება და აუჩქარებელი მოქმედება დაგეხმარებათ, მნიშვნელოვანი დეტალები არ გამოგრჩეთ.
ინიციატივისა და დიპლომატიური მიდგომის წყალობით ბევრი საკითხის მოგვარებას შეძლებთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას მეტი ტაქტი გამოიჩინეთ და მოერიდეთ მათზე ზეწოლას. ზოგჯერ მოსმენა და სხვისი პოზიციის გაგება უფრო მეტს მოგიტანთ, ვიდრე დაჟინებული მოთხოვნა.
სასიკეთო დღეები: 27, 30 ოქტომბერი
არახელსაყრელი დღე: 1 ნოემბერი
♐ მშვილდოსანი
ამ კვირაში ოპტიმიზმი და წარმატების რწმენა სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ. კარგი დროა შესაძლებლობების გასაფართოებლად და გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად. დიდი შანსია, სამსახურის შეცვლის ან შემოსავლის გაზრდის შანსი გამოჩნდეს. ბიზნესსა და საქმიან ურთიერთობებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევაც შეგიძლიათ.
თუმცა ბევრი რამ კოლეგებთან ურთიერთობაზე იქნება დამოკიდებული, ამიტომ თანამშრომლობასა და საერთო მიზნებს სათანადო ყურადღება დაუთმეთ.
კარგი პერიოდია ზედმეტი და მოძველებული ნივთებისგან გასათავისუფლებლად. თუ სახლის გარემოს განახლება ან რემონტი გაქვთ დაგეგმილი, შეგიძლიათ ამ საკითხსაც მიხედოთ.
სასიკეთო დღეები: 27, 31 ოქტომბერი
არახელსაყრელი დღე: 29 ოქტომბერი
♑ თხის რქა
ამ კვირაში კარიერული წინსვლა და პროფესიული განვითარება თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. კონცენტრირდით მიზნებსა და დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე. შრომისმოყვარეობა და დისციპლინა სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.
შესაძლოა ახალი საქმიანი წინადადება მიიღოთ, რომელიც საინტერესო პერსპექტივას გაგიხსნით, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა პირობა ყურადღებით შეისწავლეთ და დაპირებებს ბრმად ნუ ენდობით. ამბიცია წინსვლისკენ გიბიძგებთ, მაგრამ სიფრთხილე ზედმეტი რისკებისგან დაგიცავთ.
შაბათ-კვირა სასიამოვნო ემოციებისა და განტვირთვის შესაძლებლობას მოგიტანთ.
სასიკეთო დღეები: 29 ოქტომბერი, 1 ნოემბერი
არახელსაყრელი დღე: 27 ოქტომბერი
♒ მერწყული
არასტანდარტული გადაწყვეტილებები დაგეხმარებათ, სხვებისგან გამოირჩეოდეთ და არსებული პრობლემების გადაჭრის ახალი გზები იპოვოთ. დამკვიდრებული წესების გადახედვისა და განსხვავებული მიდგომების შეთავაზების ნუ შეგეშინდებათ. თანამშრომლობამ და პარტნიორობამაც შესაძლოა მოულოდნელი სარგებელი მოგიტანოთ.
მთავარია, პასუხისმგებლობა არ დაივიწყოთ და ახალმა იდეებმა ზედმეტად არ გაგიტაცოთ. გონივრული თავდაჯერებულობა და გამბედაობა საქმიანობაში კარგ შედეგებს მოგიტანთ.
პირად ურთიერთობებში კი ეცადეთ, ძველ წყენას არ ჩაეჭიდოთ. წარსული უთანხმოების გადალახვა და პატიება საშუალებას მოგცემთ, უფრო თავისუფლად და მშვიდად იგრძნოთ თავი.
სასიკეთო დღეები: 28, 30 ოქტომბერი
არახელსაყრელი დღე: 31 ოქტომბერი
♓ თევზები
ამ კვირაში პრობლემების გადაჭრაში ინტუიცია დაგეხმარებათ. მოუსმინეთ შინაგან ხმას, განსაკუთრებით ფინანსური საკითხების განხილვისას, თუმცა გადაწყვეტილებები ფაქტებისა და გააზრებული შეფასების საფუძველზე მიიღეთ. წვრილმანებზე ნუ დაიხარჯებით – ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეთ.
შესაძლოა საყვარელი ადამიანების დახმარება ან მხარდაჭერა დაგჭირდეთ. ეს კვირა ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, საკუთარი სურვილების უკეთ გასააზრებლად და შინაგანი წონასწორობის მოსაპოვებლად.
კვირის ბოლოს ემოციური მდგომარეობა უფრო სტაბილური გახდება. საყვარელ ადამიანთან ერთად თავს მშვიდად და კომფორტულად იგრძნობთ. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე ან ერთად ივარჯიშეთ – ეს განტვირთვაში დაგეხმარებათ.
სასიკეთო დღეები: 27, 31 ოქტომბერი
არახელსაყრელი დღე: 29 ოქტომბერი
თამთა გურული
nostal.ge ახალი ამბები