თბილისში, რიყის დოქების დემონტაჟი იგეგმება, თუმცა, კონკრეტულად რა აშენდება, ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის

1 week ago 7

წაკითხვა: 9

თბილისში, “რიყის დოქები” დემონტაჟი იგეგმება, თუმცა, კონკრეტულად რა აშენდება, ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის. ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, რიყის დოქებნი თბილისს არ ეკადრება და ამახინჯებს მის იერსახეს.

„რიყის დოქების“ ადგილზე რა აშენდება, მოლაპარაკებების პროცესში დაზუსტდება, თუმცა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება, იყოს შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან.

„მე არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს. ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება იმ ადგილზე, იყოს ჰარმონიულად შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან. საუბარია კონკრეტულ პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს მახინჯი დოქების ადგილას. რა აშენდება, ეგ დაზუსტდება მოლაპარაკებების პროცესში, თუმცა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება, იყოს შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

კითხვაზე, იმავეს უპირებენ თუ არა „მშვიდობის ხიდს“, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არა.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა