საუბარია შოკოლად „რაფაელოსა“ და „კინდერ შოკოლადის“, ასევე ყავა „იაკობს მონარქის“ ბრენდების სახელების უკანონოდ გამოყენებაზე.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებს თბილისში მოწყობილი ჰქონდათ „კუსტარული საწარმო“, სადაც „სისტემატურად“ ამზადებდნენ ძირითადად ტკბილეულსა და ყავას, რის შემდეგაც „ახდენდნენ აღნიშნული პროდუქციის „Raffaello”-ს და „Jacobs Monarch”-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებას და რეალიზაციას“.
გამოძიებამ „ამოიღო“ გასაყიდად გამზადებული:
- 10 000 ერთეულზე მეტი „Jacobs Monarc-ის" სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ერთჯერადი ყავა;
- 2 400 ერთეულზე მეტი „Raffaello-ს" სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ტკბილეული;
- „Jacobs Monarch-ის" და „Carte Noire-ის" სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ლენტები;
- ვადაგასული ტკბილეული „Kinder Schokolade”, “Jacobs Monarch-ის" და „Raffaello-ს" ყუთები, ყალიბები, ბეჭდები და ამ პროდუქციის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები.
გამოძიება გრძელდება როგორც სხვა პოტენციური დამნაშავეების დასადგენად, ასევე „იმ ობიექტების დადგენა-გამოვლენის მიზნით“, სადაც ამ პროდუქციას ყიდდნენ.
გამოძიება მიმდინარეობს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო დამზადება-გამოყენების“ მუხლით.
ორივე ბრალდებულს, - ინიციალებით გ. ა. და ფ. დ. - ემუქრება 3-დან 5 წლამდე პატიმრობა.
ერთი თვით ადრე, 2025 წლის 17 სექტემბერს, საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია შვიდი ადამიანის დაკავების შესახებ.
- გამოძიების ვერსიით, ისინი დაკავშირებული არიან გორში მოქმედ არალეგალურ სასმელების ქარხანასთან, სადაც კუსტარულად აწარმოებდნენ ბრენდული სასმელების ფალსიფიკაციას.
- იქვე ნაპოვნია უაქციზო სიგარეტების საწყობიც.
- დაკავებულებს შორის არის გორელი ბიზნესმენი და მოკრივე გიორგი კანდელაკი.
- ასევე - გორის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან", 67 წლის ბორის გოგიჩაიშვილი.
- ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდეს - ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

2 weeks ago
16







English (US) ·
Georgian (GE) ·