უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თბილისში, უკრაინის საელჩოსთან მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციაზე მივიდნენ: საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციონერები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც.
დემონსტრანტებს ხელში საქართველოსა და უკრაინის დროშები უჭირავთ. აქციის მონაწილეებს უკრაინის დროშის გაშლა სურდათ საავტომობილო გზის ნაწილზეც, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ. მან უკრაინას მშვიდობა, სიმტკიცე და კეთილდღეობა უსურვა:
„ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება. გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობას. გაუმარჯოს უკრაინას“.
წელს უკრაინა დამოკიდებლობის დღეს 35-დ აღნიშნავს. წელს მეოთხედ აღინიშნება ეს დღე მაშინ, როცა ქვეყანა ომშია. საომარი მოქმედებები რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და მას შემდეგ ბომბავს ქვეყნის სხვადასხვა ოლქებს, მათ შორის დედაქალაქ კიევს. საპასუხო ქმედებები აქვს უკრაინასაც.
radiotavisupleba ახალი ამბები