გუშინ, 14 ივნისს, დიდუბეში, ქურდიანის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, დაჭრეს. ის გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-ის ინფორმაციით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს:
- სსკ-ის 236-ე – ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება;
- სსკ-ის 19-109 – ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა;
უწყებაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და ამ ეტაპზე, ყველა მათგანი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.
TV პირველის ინფორმაციას, შემთხვევა დაახლოებით საღამოს 9 საათზე მოხდა. მეზობლები ტელევიზიას უყვებიან, რომ გაიგეს რამდენიმე გასროლის ხმა. ცნობილია, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა ფანჯრიდან – მე-7 სართულიდან გადმოვარდა, ან გადმოაგდეს. თუმცა, შსს ამ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას, ამ ეტაპზე, არ ავრცელებს.

1 hour ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·