WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

13.10.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ინფორმაციას, რომ დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“, თეა წულუკიანმა დავა უზენაეს სასამართლოშიც მოუგო. ჟორჟოლიანის განცხადებით, საქმის სტრასბურგის სასამართლოში წაღებას გეგმავს.

„განჩინება ჩამბარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს სტრასბურგში. სხვათა შორის, რვა მოსამართლემ იმუშავა ამ საქმეზე და ყველა ინსტანციამ –  ჰოი საოცრება, ეს რა სასწაული მოხდა – თეა წულუკიანს ყველა მოთხოვნა უპირობოდ დაუკმაყოფილა“, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

სარჩელი ეხებოდა ტელეწამყვანის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ის ახსენებს თეა წულუკიანის მამის, ავთანდილ წულუკიანის „მსხვერპლებს“.

„სასამართლო გვეუბნება, რომ ჩემი სტატუსი იყო ცილისწამება, რომელიც გაწვდიდათ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თეა წულუკიანის მამამ 20 ადამიანს სიკვდილი მიუსაჯა. ეს იმ პირობებშიც კი, რომ საარქივო მასალაზე, სადაც დეტალურად არის აღწერილი ავთანდილ წულუკიანის, როგორც მოსამართლის საქმიანობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ არქივზე წვდომა, ვინ მიგვაკარა ამ არქივს, მოკლედ და ასე უაპელაციოდ თქვეს, რომ ეს ცილისწამება იყო“, – ამბობს ჟორჟოლიანი.