WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 5.9% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 3.1%-ით გაიზარდა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:

თევზეული (+20.2%)
ხორცი და ხორცის პროდუქტები (+7.6%)
ზეთი და ცხიმი (+7%)
ყავა, ჩაი, კაკაო – (+5.7%)
ბოსტნეული და ბაღჩეული (+4.1%).
პური და პურპროდუქტები (+4%)
საქსტატის მტკიცებით, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 4.5%-ით გაიაფდა ხილი და ყურძენი, 3.3%-ით შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული, ხოლო 1.2%-ით – მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები.

ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, ტრანსპორტზე ფასი – 21.9%-ით გაიზარდა, საცხოვრებელზე, წყალზე, ელ.ენერგიასა და აირზე – 10.1%-ით, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე – 5.5%-ით. სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 7.3%-ით გაძვირდა, ჯანდაცვა – 8.4%-ით, დასვენება, გართობა და კულტურა 2.5%-ით, ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლა – 0.4%-ით.

საქსტატის დათვლით, ერთ წელში ფასი შემცირდა განათლებაზე – 12%-ით და კავშირგაბმულობაზე – 2.5%-ით.