თეთრი სახლის წინ ისროდნენ, არიან დაჭრილები

11 hours ago 5

ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს უკავშირდება, რომელმაც მიიღო შეტყობინება, რომ პენსილვანია-ავენიუზე საეჭვო პირი იმყოფებოდა, რომელიც შესაძლებელია, შეიარაღებულიც ყოფილიყო.

როცა სპეციალური საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი ადგილზე მივიდა, ეჭვმიტანილსა და მას შორის სროლა ატყდა, რის შემდეგაც საქმეში დამატებითი ძალები ჩაერთო. თეთრი სახლს ძალოვნებმა ალყა შემოარტყეს, გამოცხადდა ლოკდაუნის რეჟიმი. თეთრი სახლის ეზოში მყოფი ჟურნალისტები სასწრაფოდ პრესცენტრში გადაიყვანეს და გადაადგილების უფლება შეუზღუდეს. მოგვიანებით შეზღუდვები მოიხსნა. 

სრულად წაკითხვა