თემურ ქეცბაია ანორთოსისის ჩაბარების მთავარი კანდიდატია

1 day ago 3

ბოლო დღეებში დაიწერა, რომ თემურ ქეცბაია ეროვნულ ლიგაში მუშაობის დაწყებასთან საკმაოდ ახლოს იყო, ახლა კი ანორთოსისის პრეზიდენტის კომენტარი გავრცელდა.

სტელა მარკუს თქმით, თემური ანორთოსისის ჩაბარების მთავარ კანდიდატად რჩება:

ხელმძღვანელობა ცდილობს, ისეთ მწვრთნელი მიიწვიოს, რომელიც გუნდს კონკურენტუნარიანს გახდის. ჩვენი პირველი არჩევანი იყო და რჩება თემურ ქეცბაია, რომლის სახელსაც ანორთოსისის უდიდესი წარმატებები უკავშირდება.

ის ჩვენი გულშემატკივრების ფავორიტია, რომლებიც ბოლო დროს მის შესახებ გავრცელებული ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციების გამო ნერვიულობენ. ბოდიშს ვუხდით მათ და სრულად გვესმის ყველას სურვილი, რომ თემური კვლავ ანორთოსისის სათვეში იხილონ. გთხოვთ, გამოიჩინოთ პატივისცემა ანორთოსისისა და ქეცბაიას მიმართ.

- განაცხადა ანორთოსისის პრეზიდენტმა.

სრულად წაკითხვა