თემურ ქეცბაია ქართულ გუნდს ჩაიბარებს? - რას წერს კვიპროსული გამოცემები

1 week ago 3

კვიპროსის ჩემპიონატის საწყისი ტურში მძიმე შედეგების შემდეგ, „ანორთოსისმა“ მთავარი მწვრთნელი ხუაკინ გომესი გაათავისუფლა. კლუბს მესამე ვადით თემურ ქეცბაიას დაბრუნება სურდა, თუმცა ქართველმა სპეციალისტმა შეთავაზებას უარი უთხრა.

მედიის ინფორმაციით, ქეცბაიას მხრიდან უარის მიზეზის ორი ფაქტორია: ერთი მხრივ, „ანორთოსისის“ გუნდი ამ ეტაპზე მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას შეძლებს, მეორე მხრივ კი ერთ-ერთ ქართულ კლუბში მისი მოყვანის დაინტერესება არსებობს, რაც შესაძლოა ეროვნულ ლიგაში დაბრუნების საშუალება გახდეს.

კვიპროსული გამოცემების ცნობით, „ანორთოსისის“ ხელმძღვანელობა ახლა სხვა კანდიდატურას განიხილავს – კლუბს აინტერესებს იტალიელ-არგენტინელი ფეხბურთელი მაურო კამორანეზის მწვრთნელის რანგში ხილვა.

რაც შეეხება თემურ ქეცბაიას, ქართველი სპეციალისტი ბოლოს კვიპროსის ნაკრებს წვრთნიდა, საიდანაც 2024 წელს წავიდა და მას შემდეგ უგუნდოდაა.

სრულად წაკითხვა