თემქაზე, საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მათ შორს, რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი.
აქცია “პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ” ზღვისუბნისა და თემქაზე მიმდინარეობდა. მოქალაქეები მსვლელობით გადაადგილდებოდნენ სხვადასხვა ტერიტორიაზე. ისინი ამ დროისთვის თემქის პოლიციის შენობასთან არიან.
ადგილზე მობილიზებულმა პოლიციელებმა რამდენიმე დემონსტრანტს მოუწოდეს, ე.წ. ბალაკლავები მოეხსნათ და სახე გამოეჩინათ. საპასუხოდ, სახე დაიფარეს სხვა აქციის სხვა მონაწილეებმაც და განაცხადეს, რომ არ აპირებდნენ დამორჩილებოდნენ რეპრესიულ კანონებს.
პოლიციელებმა ისინი ძალის გამოყენებით დააკავეს და შეიყვანეს განყოფილების შენობაში. ერთ-ერთი დემონსტრანტის ძალით შეყვანისას ჩაიმსხვრა შუშის კარი. ამ დროისთვის უცნობია, დაშავდა თუ არა ვინმე.