თემქის პოლიციასთან დაკავებული 6 პირის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს.
საგამოძიებო უწყება 1 დაკავებულს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას, 5-ს კი ნიღბის მოხსნაზე სამართალდამცველების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ედავება. დაკავებულთა ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
დღესვე სასამართლო განიხილავს კიდევ ორი პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს. ორივე მათგანის დაკავება თბილისის ქუჩებში მოხდა.