21
პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
🔴 ფაქტია, საქართველოს პირველი პრეზიდენტი სამხედრო-შეიარაღებული გადატრიალების შედეგად დაამხეს. ფაქტია, პუტჩში აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.
ფაქტია, ბ-ნი თენგიზ შ. ედპ-ის ავანგარდში იყო.
🔴 ფაქტია, 2010 წელს სააკაშვილმა კონსტიტუცია შეცვალა.
ფაქტია, კონსტიტუციის ცვლილებით ავტორიტარმა მმართველმა მოიპოვა შესაძლებლობა ძალაუფლების შეუზღუდავი ვადით გახანგრძლივებისა (საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ აპირებდა ძლევამოსილი საპარლამენტო რესპუბლიკის სუპერ პრემიერ-მინისტრის სავარძელზე გადაბრძანებას).
ფაქტია, ამ ცვლილებების შესაფუთად, ლეგიტიმაციისთვის, ფასადისთვის მთავრობამ შექმნა საკონსტიტუციო კომისია. ფაქტია, ამ კომისიის მდივანი იყო თენგიზ შ. ფაქტია, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ამ კომისიის მდივანი, ოპოზიციური პარტიის წევრი ოპოზიციისადმი რეპრესიებით გამორჩეულმა ხელისუფლებამ მოულოდნელად დანიშნა ელჩად სომხეთში. ფაქტია, შ-ს საელჩოში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა; ფაქტია, მას არანაირი განსაკუთრბეული ცოდნა სომხეთის შესახებ არ ჰქონდა…
🔴 ანუ თენგიზ შ. მესამეჯერ ლესავს ნიჩაბს დემოკრატიის ნარჩენების დასამარხად, მესამეჯერ არის ძალაუფლების უზურპაციის მცდელობის გენერალური მოსამსახურე, მესამეჯერ ასრულებს ყველაზე შავ სამუშაოს, რათა საკუთარი კეთილდღეობისთვის გადაჩეხოს მთელი ქვეყანა.
ამ საქმისთვის წინასწარ სცეს პატივის, მკვდარი პარტიის მკვდარი პოლიტიკოსი ჯერ ედპ-დან გამოიყვანეს და შემდეგ პარლამენტის წევრად აქციეს.
🔴 ნეტავ ენმ-ის ბლოკში რომ იყო მკვდარი ედპ, მაშინ თენგიზ შ. რომელ პარტიას ეკუთვნოდა?
🔴 ჩვენი ბრალია, რომ არასდროს პასუხი არ მოვთხოვეთ.
ცნობისთვის, დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოში, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეში, მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს.
საერთაშიროსო alia.ge