28
სუსის ექს შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი ლანა ცერცვაძე რომეო მიქაუტაძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას შერჩევით სამართალს უწოდებს. მისი განცხადებით, მიქაუტაძემ ლილუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ შეღავათიანი სასჯელი მიიღო.
უფლებადამცველი პროკურატურისგან განმარტებას ითხოვს, რატომ არ იწყება მიქაუტაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ქრთამის გადაცემის ფაქტზე, რომლის შესახებაც მან სასამართლოში თავად განაცხადა.
რომეო მიქაუტაძე ბენეფიტად მიიღებს საპროცესო შეთანხმებას იმ ტყუილისთვის, რაც მან გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ გააჟღერა სასამართლო სხდომის დარბაზში. და, მე აქვე მეორე კითხვაც მაქვს პროკურატურასთან, ერთია, უკვე მსჯავრდადებულ საქმეზე საპროცესო გაუფორმდა, მაგრამ მეორეა, თავად ის ქრთამის მიცემას ბატონ გრიგოლ ლილუაშვილზე რომ ასახელებს, ამ ნაწილში როდის უნდა წარედგინოს რომეო მიქაუტაძეს ახალი ბრალი? თავის დანაშაულებრივ ქმედებასაც გამოკვეთს, ხომ რომ ქრთამი გადასცა კონკრეტულ პიროვნებას? სადაც აქამდე მის მიმართ ბრალი წარდგა კი არა, პირიქით, ჯილდოს სახით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა პირობით მსჯავრზე და რაღაც ნაწილრ ეალურ სასჯელზე, არ ვიცი, აქ რა მოლოდინი შეიძლება მქონდეს, თუმცა სამართლებრივად მოთხოვნა აუცილებლად მექნება, რომ ამ ადამიანს წარედგინოს ბრალი იმისთვის, თუკი ის რასაც ამბობს, სიმართლეა. მე პირადად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვხედავ, რომ პროკურატურას მისთვის მხოლოდ დადებითი ნოტა აქვს შეთავაზებული და უარყოფითი კონტექსტით მხოლოდ გრიგოლ ლილუაშვილის ნაწილში ხედავს მის ჩვენებას. აი, ესაა ძალიან დიდი პრობლემა და შერჩევითი სამართალი. ესე გამოდის, რომ მან საპროცესო შეთანხმებაში გაცვალა ცრუ ჩვენება. რომეო მიქაუტაძის ნათქვამი თავად პროკურატურასაც არ სჯერა, რომ სჯეროდეს, დამიჯერეთ, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ქრთამის გადაცემის ნაწილში, უკვე დაწყებული იქნებოდა.
გრიგოლ ლილუაშვილი დღეის მდგომარეობით, იგივე პოზიციაზეა – არჩადენილ დანაშაულს ეს ადამიანი არ აღიარებს. საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით არცერთი მხარის მიერ არანაირი პოზიციები დღემდე გაჟღერებული არ ყოფილა, – ამბობს ლანა ცერცვაძე.
ფულის გათეთრებასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში მსჯავრდებულ რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა.
3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი, ასეთია პროკურატურის პირობები, რომელიც მსჯავრდებულმა ექს-მაღალჩინოსანმა ლილუაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების სანაცვლოდ მიიღო.
საერთაშიროსო alia.ge