WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სააგენტო "პარალელი"
თეონა ჭალიძე: “ყველა ადამიანი საჭირო და ღირებულია საერთო ბრძოლაში”

ოპოზიციონერი სახალხო პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, სოციალურ ქსელში, ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და საზოგადოების ერთგვარ კლასიფიცირებას ახდენს ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლის მხრივ:

ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთება ყველას შეუძლია, მთავარია არ ჩაგეძინოს)) და მოინდომო ❤ საქმე გამონახო, გამოიგონო… შენი თავის ადგილი შენთვითონ იპოვო ბრძოლაში, სადაც უამრავი როლი შეიძლება გქონდეს…

ყველა ადამიანი საჭირო და ღირებულია საერთო ბრძოლაში. ყველას წვლილი მცირე თუ დიდი დასაფასებელია და აღიარებას იმსახურებს! მადლობა ყველა ადამიანს ვინც აქ და ახლა იბრძვის საქართველოს უკეთესი მომავლისთვის და თავისუფლებისთვის. მადლობა ყველას ვინც იძულებული გახდა წასულიყო, მაგრამ იქიდან არ წყვეტს ბრძოლას სადაც არის…

აი დანარჩენების კი გამკვირვებია, ვინც არც აქ და არც სხვაგან ხელს არ ანძრევთ სახალხო და საქვეყნო საქმისთვის… ვინც მხოლოდ “მე”-ზე ფიქრობთ… მარტო “მე”-ზე მოფიქრალები ვერ გადარჩებით, ვერ იქნებით ვერასდროს კარგად თუ ჩვენ ყველა ერთად და ჩვენი საერთო ქვეყანა ვერ გადარჩა.

არავითარი გაჩერება… არავითარი შეგუება… არავითარი უქმად ჯდომა… მხოლოდ მოქმედება…“, – წერს თეონა ჭალიძე.

თეონა ჭალიძე: “ყველა ადამიანი საჭირო და ღირებულია საერთო ბრძოლაში”
პარალელი